„ტკივილიანი და სევდიანი ბოლო ზარი დაირეკა...“ - სკოლის მოსწავლე გარდაიცვალა
1778271651
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის მოსაგვარებლად მედიაციის მცდელობებმა „ნაყოფიერი შედეგი“ ვერ გამოიღო.
მისივე თქმით, უკრაინაში მშვიდობის დასამყარებლად ამერიკის მცდელობები „ჩიხში შევიდა“.
ამასთან, როგორც რუბიომ აღნიშნა, ვაშინგტონი მზადაა, კვლავ შეასრულოს შუამავლის როლი, თუ გარემოებები შეიცვლება.
„ჩვენ არ გვინდა დრო და ენერგია დავკარგოთ ისეთ ძალისხმევაზე, რომელიც პროგრესს არ აღწევს, თუმცა, თუ დავინახავთ შუამავლობის შესაძლებლობას, რაც ორივე მხარეს სამშვიდობო შეთანხმებასთან დააახლოებს, ჩვენ მზად ვიქნებით ამის გასაკეთებლად“, – აღნიშნა რუბიომ.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ომი ტრაგედიად შეაფასა, რომლისთვისაც „ორივე მხარე ძალიან ძვირ ფასს იხდის, როგორც ეკონომიკურად, ისე ადამიანური თვალსაზრისით“.