ცნობილი ხდება, ელისო კილაძის საქმის ახალი დეტალები
1771703495
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი უკრაინას ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა, იმ შემთხვევაში თუ მილსადენ "დრუჟბის" გავლით ნავთობის ტრანზიტი არ აღდგება, - ამის შესახებ ვიქტორ ორბანმა პარტია "ფიდეს" მხარდაჭერებთან შეხვედრაზე განაცხადა.
მან არ გამორიცხა, რომ უკრაინელები ნავთობსადენით ტრანზიტს თუ არ განაახლებენ, ბუდაპეშტი კიევს ელექტროენერგიის მიწოდებას შეუწყვეტს.
"უკრაინაში ელექტროენერგიის მნიშვნელოვანი ნაწილი უნგრეთიდან შედის. ამას თუ შევაჩერებთ, შეიძლება, ცუდი რამეები მოხდეს. რა თქმა უნდა, ჩვენც ვუშვებთ შეცდომებს. ზუსტად ვიცით, როგორ გავუმკლავდეთ ასეთ სიტუაციას და გავუმკლავდებით კიდეც. ვინც გვიკბენს, მას კბილები ჩაემტვრევა", – თქვა ვიქტორ ორბანმა.