ორი ადამიანი, რომელსაც ბავშვის მონათვლა არ შეუძლია - მოძღვრის მოსაზრება
1779824841
უკრაინამ სევასტოპოლზე, ვორონეჟზე, ტაგანროგსა და ტუაფსეზე სარაკეტო იერიში მიიტანა. ტუაფსეში უკრაინელების სამიზნე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა იყო.
ანექსირებული ყირიმის ხელისუფლების ინფორმაციით, სევასტოპოლში უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმის მოგერიება ღამის პირველ საათზე დაიწყო. მათივე ინფორმაციით, ქალაქზე შეტევა განხორციელდა როგორც დრონებით, ასევე Storm Shadow-ის ტიპის რაკეტებით.
ერთ-ერთი რაკეტა ცენტრალური ბანკის სამხრეთ სამმართველოს შენობას მოხვდა, რის შედეგადაც სახურავს ცეცხლი გაუჩნდა. აფეთქების ტალღამ ახლომდებარე რვასართულიანი საცხოვრებელი სახლიც დააზიანა. ქალაქის სხვა ნაწილში კიდევ ერთმა რაკეტამ დააზიანა ადმინისტრაციული შენობა. არსებული ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად დაშავებულები არ არიან.
ღამით სარაკეტო განგაში გამოცხადდა ვორონეჟისა და როსტოვის ოლქებში, ასევე კრასნოდარის მხარეში. ვორონეჟის გუბერნატორმა, ალექსანდრ გუსევმა განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემამ ორი სამიზნე გაანადგურა. თავდასხმის შედეგად დაშავებულები არ არიან. „ტელეგრამის“ არხები წერენ, რომ თავდასხმის შემდეგ ვორონეჟის მცხოვრებლებმა კვამლი შენიშნეს ადგილობრივი სამხედრო აეროდრომის რაიონში.
როსტოვის გუბერნატორის, იური სლიუსარის თქმით, ტაგანროგში რაკეტის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად ავტომობილებს ცეცხლი გაუჩნდა. თავდასხმის შედეგად ორი ქალი დაშავდა, რომელთაგან ერთის მდგომარეობა მძიმეა. დარტყმის შემდეგ ცეცხლი გაჩნდა საავიაციო სარემონტო ქარხნის ტერიტორიაზე.
27 მაისის ღამეს აფეთქებების შესახებ ტუაფსეს მცხოვრებლებმაც განაცხადეს. ოლქის ხელმძღვანელმა, სერგეი ბოიკომ მანამდე დრონების თავდასხმის საფრთხის შესახებ გააფრთხილა მოსახლეობა.
კრასნოდარის მხარის ოპერატიულ შტაბში განაცხადეს, რომ დრონების ნამსხვრევები საზღვაო ტერმინალის ტერიტორიაზე ჩამოვარდა, დაშავებულები არ არიან. ტელეგრამის“ არხების ცნობით, ერთ-ერთი აფეთქება, სავარაუდოდ ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის რაიონში მოხდა.
ცნობისთვის, ტუაფსეს ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ბოლო ორი თვის განმავლობაში არაერთხელ გახდა თავდასხმის სამიზნე.