უილ სმიტი და ჯეიდა პინკეტ სმიტი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ საჯაროდ ერთად გამოჩნდნენ

სმიტები

როგორ ჩანს, ჯეიდა პინკეტ სმიტი და უილ სმიტი განქორწინებას არ აპირებენ. წყვილი, რომელიც ბოლო წლებში ჰოლივუდის ერთ-ერთ ყველაზე ხშირად განხილვად თემად იქცა, რესტორანში ერთად დააფიქსირეს.

აღსანიშნავია, რომ წყვილი ერთად საჯაროდ ბოლოს Bad Boys: Ride or Die-ს პრემიერის წითელ ხალიჩაზე გამოჩნდა. ეს იყო პირველი გამოჩენა მას შემდეგ, რაც ჯადას მემუარებიდან, Worthy , საზოგადოებამ მათი დაშორების ამბავი შეიტყო.

მიუხედავად იმისა, რომ ისინი 2016 წლის შემდეგ ცალ-ცალკე, ერთსა და იმავე უბანში ცხოვრობენ, წყვილი ოფიციალურად განქორწინებას არ აპირებს.

„დაშორებას ბევრი მიზეზი ჰქონდა. ვფიქრობ, 2016-ში ჩვენ უბრალოდ დაღლილები ვიყავით მცდელობით, რომ ოჯახი შეგვენარჩუნებინა. ორივე ჩარჩენილი ვიყავით ჩვენს ფანტაზიაში და ჩვენი პირადი შეხედულება გვქონდა ერთმანეთზე. მე უილს დავპირდი, რომ არასდროს ვიქნებოდი განქორწინების მიზეზი და ყველა პრობლემის გამოსწორებაზე ვიმუშავებდით. ეს პირობა არ დამირღვევია ",- თქვა ჯეიდამ 2023 წლის ოქტომბერში, წიგნის განხილვის დღეს.

ეს გრძნობა, როგორც ჩანს, ორმხრივია. უილმა თავისი ერთგულება დაადასტურა და ჯეიდასთან ურთიერთობას „უპირობო სიყვარულში დაუდევარი საჯარო ექსპერიმენტის ჩარევა" უწოდა:

„ჯეიდა საუკეთესო მეგობარია, ვინც კი ოდესმე მყოლია ამ პლანეტაზე და მე ვაპირებ ყოველთვის მის გვერდით ვიყო, მხარი დავუჭირო მას მთელი ცხოვრების განმავლობაში",- განაცხადა უილ სმიტმა.