თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა ჭაობში, სადაც ალიგატორები ბინადრობენ - შემთხვევა ბოლივიაში მოხდა

შემთხვევა

ბოლივიაში, მცირე ზომის სამგზავრო თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა ჭაობში, სადაც ალიგატორები ბინადრობენ. ინფორმაციას daily mail-ი ავრცელებს.

მაშველებმა 5 ადამიანი გადაარჩინეს. ისინი 36 საათის განმავლობაში ჭაობში ჩავარდნილი თვითმფრინავის სახურავზე იმყოფებოდნენ.

თვითმფრინავი ბოლივიის ამაზონის რეგიონში ადგილობრივმა მეთევზეებმა იპოვეს. ის, 48 საათის განმავლობაში, უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა.

რეგიონის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით, მაშველებმა სამი ქალი, ბავშვი და 29 წლის პილოტი გადაარჩინეს. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

წყარო: