1784063331
თურქეთში ტყის ხანძარს ებრძვიან
თურქეთის მილასის მუნიციპალიტეტში ტყის მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან.
ადგილობრივი გუბერნატორის ცნობით, უსაფრთხოების მიზნით, ახლომდებარე დასახლებული პუნქტებიდან 1000-ზე მეტი ადამიანია ევაკუირებული. ხანძრის ჩაქრობის ოპერაციაში ჩართულია 8 თვითმფრინავი და 12 ვერტმფრენი.










