ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს
1764865140
თურქეთმა უკრაინის ელჩი და რუსეთის საქმეთა რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარა შავ ზღვაში რუსეთთან დაკავშირებულ გემებზე თავდასხმების სერიის გამო.
ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ბერის ეკინჯიმ განაცხადა.
„ბოლო კვირების განმავლობაში რუსეთ-უკრაინის ომში ძალიან სერიოზულ ესკალაციას ვხედავთ ორმხრივი თავდასხმებით და ბოლოს, გარკვეული თავდასხმები განხორციელდა შავ ზღვაში, ჩვენს ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაშიც. გუშინ და დღეს ჩვენ დავიბარეთ რუსეთის საქმეთა რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი და უკრაინის ელჩი, რათა ჩვენი შეშფოთება გამოგვეთქვა“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე.
ცნობისთვის, თურქულმა მხარემ 2 დეკემბერს განაცხადა, რომ რუსეთის დროშის ქვეშ მცურავ ტანკერზე, რომელსაც რუსეთიდან საქართველოში მზესუმზირის ზეთი გადაჰქონდა, თავდასხმა განხორციელდა. მათივე ცნობით, თავდასხმაში „კამიკაძე დრონი“ იყო ჩართული. ამასთან, საკითხთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ, რომლის მიხედვითაც, არანაირ ფაქტებს არ ემყარება გავრცელებული ინფორმაცია, რომ რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი „Midvolga 2“ საქართველოს საზღვაო ნავსადგურში მოემართებოდა.