ძუძუს კიბოს 7 სიმპტომი, რომელთა იგნორირება ერთი დღითაც არ შეიძლება - პროფესორის გაფრთხილება
1789501348
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაკან ფიდანმა მიუღებელი უწოდა სამოქალაქო გემებზე თავდასხმებსა და რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის შავ ზღვაზე გავრცელებას.
„ჩვენ მიუღებლად მიგვაჩნია ომის გავრცელება შავ ზღვაზე, ასევე საფრთხის შექმნა ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლისა და ჩვენი კომპანიების საქმიანობისთვის“, - განაცხადა ფიდანმა.
მინისტრმა შეახსენა დამსწრეებს, რომ ანკარა რუსეთ-უკრაინის ომის დასაწყისიდანვე დიდ ძალისხმევას მიმართავს იმისკენ, რომ შავი ზღვა კონფლიქტის მიღმა დარჩეს.
თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ შეტაკებების გაგრძელებასთან ერთად, მშვიდობიან მოსახლეობას შორის მსხვერპლი და ნგრევა ყოველდღიურად იზრდება.
მისი თქმით, სრუტეების შესახებ მონტრეს კონვენციის გულდასმით გამოყენებისა და შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის განხორციელების წყალობით, იმ ძალისხმევას, რომ შავ ზღვას არ შეხებოდა კონფლიქტის შედეგები, ფარდობითი შედეგი მოჰქონდა.
„თუმცა, ბოლო თვეებში შავ ზღვაში სამოქალაქო გემებზე გახშირებული თავდასხმები სერიოზულად უთხრის საფუძველს რეგიონში სიცოცხლისა და ქონების, ნაოსნობისა და გარემოს უსაფრთხოებას. სამწუხაროდ, ამ თავდასხმების შედეგად დაიღუპნენ ჩვენი მეზღვაურებიც - თურქეთისა და აზერბაიჯანის მოქალაქეები. ომის გავრცელება შავ ზღვაზე, საფრთხის შექმნა ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლისა და ჩვენი კომპანიების მუშაობისთვის - მიუღებელია“, - გაუსვა ხაზი თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ჰაკან ფიდანმა აღნიშნა, რომ კონფლიქტის მხარეებმა ამასთან დაკავშირებით საჭირო გაფრთხილებები მიიღეს.
თუ გამოვლინდება პოლიტიკური ნება და მხარეები კეთილსინდისიერად იმოქმედებენ, შესაძლებელია საერთო ენის გამონახვა კონსენსუსის მიღწევისთვის, თქვა მინისტრმა.