ჯარიმა 50 ლარი და მინუს 10 ქულაა - გაფრთხილება მძღოლებს
1773088562
თურქეთის გაზიანთეფის პროვინციის შემდეგ, ირანული რაკეტების ნამსხვრევები დიარბაქირშიც აღმოაჩინეს. ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საქმე ეხება ერთსა და იმავე ინციდენტს, რომლის დროსაც ნატოს თავდაცვის სისტემებმა თურქეთის საჰაერო სივრცეში ირანული რაკეტები აღმოაჩინეს და გაანადგურეს.
თურქეთის ტერიტორიაზე ირანული რაკეტების გამოჩენის მეორე შემთხვევას პრეზიდენტი ერდოღანი გამოეხმაურა; ირანს პროვოკაციული ნაბიჯებისგან თავის შეკავებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ირანის ქმედებებს მოკავშირეებთან ერთად განიხილავს.
„დღევანდელ ინციდენტთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ შევახსენებთ ირანს, რომ მათ დანაშაული არ უნდა გაიმეორონ. ვაპირებთ განვიხილოთ მოვლენების განვითარება ჩვენს ნატოელ და სხვა მოკავშირეებთან ერთად და გადავდგამთ აუცილებელ ნაბიჯებს, ჩვენი უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით, დამატებითი ზომების მისაღებად. ირანის ხელისუფლება გავაფრთხილეთ, მაგრამ გულწრფელი გაფრთხილებების მიუხედავად, ირანი პროვოკაციულ ნაბიჯებს დგამს, რაც თურქეთთან მის მეგობრობას საფრთხეს შეუქმნის“, - განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.