საპენსიო ფონდი ინფორმაციას ავრცელებს
1789069156
შვეიცარიაში ტურისტული ავტობუსი ბარიერს შეეჯახა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ადგილობრივი პოლიციის ცნობით, ავტობუსი გრაუბიუნდენის კანტონის სოფელ სუშთან ბარიერს შეეჯახა, რის შემდეგაც გზიდან გადავიდა და გადაბრუნდა.
ავტობუსს ნიდერლანდელი ტურისტები გადაჰყავდა.
ნიდერლანდების ტურისტული კომპანიების ასოციაციის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ავტობუსში 48 მგზავრი იმყოფებოდა და ყველა მათგანი ნიდერლანდების მოქალაქეა.
შვეიცარიის პოლიციამ დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობა არ დააკონკრეტა.