1757870206
ტულსი გაბარდი: ჩარლი კირკი 10 სექტემბერს მოკლეს, 11-ში კი ჩვენს ქვეყანაზე მომხდარი ისლამისტური თავდასხმიდან 24 წელი გავიდა. ამ ორ ამბავს რაღაც საერთო აქვს

აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორმა ჩარლი კირკის მკვლელობა ტერორიზმს შეადარა. ტულსი გაბარდის თქმით, კონსერვატორ აქტივისტზე თავდასხმაც და 11 სექტემბრის ტერაქტიც იმ ადამიანებმა მოაწყვეს, რომელთა იდეოლოგია გამოწვევებსა და კრიტიკულ კითხვებს ვერ უძლებს.
ეს განცხადება ეროვნული დაზვერვის დირექტორმა ვაშინგტონში, ჩარლი კირკის ხსოვნის პატივსაცემად გამართულ ღონისძიებაზე გააკეთა.
„ჩარლი 10 სექტემბერს მოკლეს, 11-ში კი ჩვენს ქვეყანაზე მომხდარი ისლამისტური თავდასხმიდან 24 წელი გავიდა. ამ ორ ამბავს რაღაც საერთო აქვს. ეს თავდასხმები ჩაიდინეს მათ, ვისი იდეოლოგიაც ვერ უმკლავდება კრიტიკულ კითხვებსა და გამოწვევას, ამიტომაც, ერთადერთ გამოსავალს ძალადობაში ხედავენ, რომ ძალადობით, დაშინებითა და ტერორიზმით გააჩუმონ ისინი, ვინც მათ არ ემხრობა. ეს ტერორიზმის განმარტებაა“, - განაცხადა გაბარდმა.