ძუძუს კიბოს 7 სიმპტომი, რომელთა იგნორირება ერთი დღითაც არ შეიძლება - პროფესორის გაფრთხილება
1789501348
ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ ევროკავშირში უნდა შეიქმნას იდეა, რომლის მიხედვითაც, ევროპელებს ექნებათ განცდა, რომ საერთო სახლს ეკუთვნიან.
ლაიენმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის, მოლდოვისა და დასავლეთ ბალკანეთის მომავალი ევროკავშირშია.
მისივე თქმით, კანდიდატი ქვეყნები მალე მიიღებენ ევროკავშირში გაწევრიანების გზამკვლევს, სადაც მათი პროგრესი იქნება ასახული.
„ჩვენ უნდა შევქმნათ იმის განცდა, რომ რაღაცა უფრო დიდს, საერთო სახლს ვეკუთვნით. ჩვენ, ევროპელები, ყოველთვის ერთად ვიქნებით. თუ ჩვენ გვინდა, დავინახოთ, რომ ევროპული იდეა ცოცხალია, უნდა შევხედოთ უკრაინას, მოლდოვას და დასავლეთ ბალკანეთს. ახლოდან უნდა შევხედოთ ყველა იმ ქვეყანას, რომლებიც ევროკავშირთან ახლოს არიან, რადგანაც მათი მომავალი ჩვენს კავშირშია. მალე შევთავაზებთ გზამვლევს კანდიდატებს, რომლებმაც ყველაზე მეტ პროგრესს მიაღწიეს. ეს პროცესი კვლავ იქნება დამსახურებაზე დაფუძნებული და კვლავ ვიმეორებ – ჩვენი ღირებულებებისადმი პატივისცემა მოლაპარაკებებს არ ექვემდებარება“, – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.