თუ ამერიკელები გადაწყვეტენ დაგველაპარაკონ, მათ იციან როგორ დამიკავშირდნენ - აბას არაღჩი

აბას არაღჩი

პერსპექტივა, რომ ირანსა და აშშ-ს შორის მოლაპარაკებები განახლდეს, გამოჩნდება მხოლოდ თავდასხმების შეწყვეტის შემდეგ. ამის შესახებ  ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაქჩიმ განაცხადა, იტყობინება სააგენტო Reuters-ი.

„ამჟამად [ირანსა და აშშ-ს შორის] კომუნიკაცია არ არსებობს, მაგრამ თუ ამერიკელები გადაწყვეტენ დაგველაპარაკონ, მათ იციან როგორ დამიკავშირდნენ“  - ამბობს ირანელი მაღალჩინოსანი.