ირანის პრეზიდენტის შვილი ინფორმაციას ავრცელებს

მასუდ პეზეშკიანი

ირანის პრეზიდენტი მასუდ პეზეშკიანი გადაურჩა მკვლელობას აშშ და ისრაელის სარაკეტო იერიშების დროს, მას არ მიუღია არანაირი დაზიანება. ამის შესახებ პრეზიდენტის შვილმა და ამავე დროს მრჩეველმა იუსუფ პეზეშკიანმა  განაცხადა.

„მკვლელობის მცდელობები ჩაიშალა, სხვა მაღალი თანამდებობის პირები ასევე კარგ მდგომარეობაში არიან,“ – ნათქვამია განცხადებაში.

იუსუფმა ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანას გრძელვადიანი და დამღლელი კონფლიქტი ელოდება.