ირანის პრეზიდენტის შვილი ინფორმაციას ავრცელებს
1772284415
ირანის უზენაესი ლიდერი ალი ხამენეი სავარაუდოდ ლიკვიდირებულია. ინფორმაციას ისრაელის მედია Channel 12-ზე დაყრდნობით ავრცელებს. ამ დროისთვის ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურებული არ არის.
ტელეარხმა რამდენიმე წუთის წინ განაცხადა, რომ ხამენეის ლიკვიდაციის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ იმ სატელიტურ გამოსახულებას არ ეყრდნობა, რომელიც აჩვენებდა, რომ ხამენეის საპრეზიდენტო რეზიდენცია მიწასთანაა გასწორებული, არამედ ლიკვიდაციის შესახებ ინფორმაცია სხვა წყაროებს ეყრდნობა.
Channel 12 ასევე იტყობინება, რომ დღეს განხორციელებულმა დარტყმებმა „მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა ირანის რეჟიმის ხელმძღვანელობას და სამხედრო მეთაურებს“.
ისრაელის სახელმწიფო ტელევიზია Kan აცხადებს, რომ „არ არსებობს კონტაქტი“ ხამენეისთან, და მისი მდგომარეობა უცნობია.
ამასთან, Reuters-ის ცნობით, შესაძლოა, ისრაელის საჰაერო დარტყმებს ირანის თავდაცვის მინისტრი აზიზ ნასირზადე და ირანის რევოლუციური გვარდიის მეთაური მოჰამედ პაკპური ემსხვერპლა.