„როიტერი“ ირანულ მედიაზე დაყრდნობით იტყობინება, რომ აშშ-ისა და ისრაელის თავდასხმის შედეგად ქალაქ მინაბის გოგონათა სკოლაში დაღუპულთა რიცხვი 85-მდე გაიზარდა

Reuters

ირანში სკოლაზე განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 85-მდე გაიზარდა.

ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ირანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ცნობისთვის, აშშ-მა და ისრაელმა თავდასხმა ქალაქ მინაბის გოგონათა სკოლაზე განახორციელეს. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია 53 დაღუპულისა და 63 დაშავებულის შესახებ.