ავიაკომპანია Wizz Air-ი განცხადებას ავრცელებს
1751574709
დღეს უნდა გიამბოთ წყვილზე, რომლებიც „ბიოჰეკინგის“ საშუალებით, პლანეტაზე ყველაზე დიდხანს ცხოვრებას აპირებენ.
კომპანია „ველნსეს სფეისის დამფუძნებელი“, კაილა ბარნი ლენცი და მისი მეუღლე უორენი თვეში1000 დოლარამდე ხარჯავენ იმისთვის, რომ ახალგაზრდობა რაც შეიძლება დიდხანს შეინარჩუნონ.
„ბიოჰეკინგი“ დაბერების საწინააღმდეგო მიდგომაა, რომლის მთავარი პრინციპია - გაუფრთხილდი ჯანმრთელობას, მანამდე, სანამ რამე აგტკივდება. ადამიანთა უმეტესობა ექიმს მხოლოდ მაშინ მიმართავს, როდესაც რაღაც ძალიან შეაწუხებს. „ბიოჰეკინგისთვის“ კი ეს დამღუპველ ნაბიჯად მიიჩნევა.
მარტივი სიტყვებით რომ ვთქვათ, „ბიოჰეკინგი" არის თითქმის ყველაფერი, რაც „ჯანსაღი ცხოვრების წესის" კონცეფციას ეხება. იქნება ეს სწორი კვება, ფიზიკური აქტივობა, რეჟიმისთვის თვალყურის დევნება, თუ საკვები დანამატებისა და წამლების მიღება.
თუ „ბიოჰეკინგის“ პრინციპით ცხოვრებას გადაწყვეტთ, მზად უნდა იყოთ, რომ საწყის ეტაპზე უამრავი გამოკვლევის ჩატარება მოგიწევთ. ეს საჭიროა, რათა თქვენს ორგანიზმსა და სხეულზე სრული ინფორმაცია მიიღოთ. შემდეგ კი სწორად განსაზღვროთ, თუ ცხოვრების რომელ ასპექტში გჭირდებათ ცვლილების შეტანა.
კაილასა და უორენის საკმაოდ მკაცრი ყოველდღიური რუტინა აქვთ. ისინი გაღვიძებისთანავე პულსირებული ელექტრომაგნიტური ველის თერაპიას იწყებენ.
პულსირებული ელექტრომაგნიტური ველის თერაპია სხეულის კონკრეტულ ადგილებში ენერგიის ზრდას უწყობს ხელს. ასევე აღადგენს დაზიანებულ უჯრედებს და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევის სისტემას. ამის შემდეგ წყვილი ფეხით დიდხანს სეირნობს. მოგვიანებით კი ორგანული პროდუქციით მომზადებულ საუზმეს მიირთმევს. დღის მეორე ნახევარში კაილა და უორენი ცდილობენ მზის ქვეშ რაც შეიძლება მეტი დრო გაატარონ, რათა ორგანიზმმა საკმარისი რაოდენობის D ვიტამინის მიღება შეძლოს. ასევე, წყვილი დღის განმავლობაში ჰიბერბარულ ჟანგბადის კამერას იყენებს.ჰიპერბარიული კამერის საშუალებით ჟანგბადი სწრაფად ვრცელდება ტვინში, ამშვიდებს დაასტიმულირებს მას. ჰიპერბარიული ჟანგბადის თერაპია ხელს უწყობს კეთილდღეობისა და ძილის ჰორმონების გამომუშავებას, რათა თქვენს ორგანიზმში ჰარმონიული ბალანსი აღადგინოს. სადილზე კვლავ ორგანულ საკვებს მიირთმევენ, რასაც სეირნობა და დასვენების რუტინა მოსდევს. დღის ბოლოს წყვილი საუნას სტუმრობს. ისინი დასაძინებლად ყოველთვის 9 საათზე წვებიან. კაილასა და უორენს შვილი არ ჰყავთ. თუმცა, როგორც ისინი ამბობენ, ბავშვის დაბადება მათი ცხოვრების წესს არ შეცვლის.