ტრამპის განცხადებით, აშშ უკრაინას სამხედრო დახმარებას უგზავნის

მო

აშშ უკრაინასთან სამხედრო დახმარების კუთხით თანამშრომლობას აგრძელებს, - განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

„ჩვენ მათთან [უკრაინასთან] ვთანამშრომლობთ, რათა დავეხმაროთ. ამავე დროს ჩვენ ჩვენი მოთხოვნებიც უნდა დავაკმაყოფილოთ“, - აღნიშნა მან.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-მა უკრაინას სამხედრო დახმარება შეუჩერა. კერძოდ, საუბარია ჰაერსაწინააღმდეგო და საარტილერიო ჭურვების მიწოდების შეჩერებაზე.