ავარია ხაშურის გასასვლელთან - რა ხდება ამ წუთებში ადგილზე
1751646615
თბილისის სააპელაციო სასამართლოში, საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე, მიხეილ სააკაშვილისა და თემურ ჯანაშიას პროცესი გაიმართა. სხდომაზე პროკურატურის მხარემ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა. ისინი მიხელ სააკაშვილის მიმართ გამოტანილი განაჩენის უცვლელად დატოვებას, თემურ ჯანაშიასთვის კი ბრალის გადაკვალიფიცირებას და დამძიმებას მოითხოვენ.
ე.წ. პიჯაკების საქმეზე, რომელიც 9 მილიონ ლარამდე თანხის გაფლანგვას გულისხმობს, ექსპრეზიდენტს 9 წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. თემურ ჯანაშიას კი 300 000 ლარიანი ჯარიმა აქვს დაკისრებული. მომდევნო სხდომაზე საბოლოო სიტყვას დაცვის მხარე იტყვის. პროცესი 12 სექტემბერს 12 საათზე ჩაინიშნა.
პროკურორი, გიორგი მუჯირი საბიუჯეტო თანხების პირადი მიზნებისთვის გამოყენებაზე საუბრობს და ამბობს, რომ ეს დასჯადა ქმედებაა.
"იქნებოდა ეს თიკა ბოკუჩავა, მარიამ საჯაია, ვერა ქობალია თუ სოფო ნიჟარაძის საჩუქრები, ეს ყველაფერი მინდა გითხრათ, რომ არის კორუფციული დანაშაული, საბიუჯეტო თანხების პირადი მიზნებისთვის გამოყენება, ეს არის დასჯადი ქმედება და მაქვს მოლოდინი, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული იქნება სამართლიანი და კანონიერი გადაწყვეტილება," - აცხადებს პროკურორი.
ადვოკატ, ბექა ბასილაიას შეფასებით კი, ე.წ. პიჯაკების საქმე პოლიტიკურად მოტივირებული დევნის მკაფიო ნიმუშია.
"პიჯაკების საქმე ეს არის შერჩევითი მართლმსაჯულების, პოლიტიკურად მოტივირებული დევნის მკაფიო ნიმუში. ამ საქმეზე მსჯავრი დადებული აქვს პრეზიდენტს და თემო ჯანაშიას. ბაიდენის გამასპინძლების გამო, ტრამპის გამასპინძლების გამო," - აცხადებს ადვოკატი.
მცენარეები, რომელიც გველებს აფრთხობს
1751308773