წყალდიდობასა და მეწყერს 18 ადამიანი ემსხვერპლა კენიაში

წყალდიდობასა და მეწყერს 18 ადამიანი ემსხვერპლა კენიაში

კენიაში წყალდიდობისა და მეწყრის შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა. კენიის პოლიციის განცხადებით, ცენტრალურ და აღმოსავლეთ კენიის თარაკა ნითის, ელგეიო-მარაკვესა და კიამბუს ოლქებში უხვმა ნალექმა მეწყერი გამოიწვია.

„ეროვნულმა პოლიციის სამსახურმა დაადასტურა 18 ადამიანის დაღუპვის ფაქტი, რაც ხაზს უსვამს მიმდინარე ამინდის პირობებით გამოწვეულ სერიოზულ საფრთხეს“, – განაცხადა პოლიციამ.

მედიის ცნობით, ძლიერმა წვიმამ ასევე დააზიანა ინფრასტრუქტურა და საცხოვრებელი სახლები, რის გამოც ასობით ადამიანი იძულებული გახდა, თავშესაფარში გადასულიყო