ცნობილია თარიღი, როცა მადურო და მისი მეუღლე სასამართლოს წინაშე წარდგება

მადურო

ვენესუელის პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროსა და მისი მეუღლის საქმეზე სასამართლო სხდომა მანჰეტენის ფედერალურ სასამართლოში 5 იანვარს ჩაინიშნა, – ამის შესახებ ინფორმაციას CBS News-ი ავრცელებს.

ცნობისთვის, მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა წარმატებით განახორციელა დარტყმა ვენესუელისა და ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ, რომელიც მეუღლესთან ერთად დააკავეს და ქვეყნიდან გაიყვანეს.

აშშ-ის გენერალური პროკურორის, პამელა ბონდის განცხადებით, ნიკოლას მადუროს და მის მეუღლეს, სილია ფლორესს ბრალი წაუყენეს ნარკოტერორისტულ შეთქმულებაში, კოკაინის შეტანის შეთქმულებაში, ტყვიამფრქვევებისა და დესტრუქციული მოწყობილობების შენახვაში, ასევე ტყვიამფრქვევებისა და დესტრუქციული მოწყობილობების ფლობაში შეერთებული შტატების წინააღმდეგ.