ცნობილია მოლდოვას საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგები - დათვლილია ხმების 42 %

მოლდოვა

კვირას, 28 სექტემბერს, მოლდოვაში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, კენჭისყრაში ქვეყნის მასშტაბით რეგისტრირებული ამომრჩევლების ნახევარზე მეტმა მიიღო მონაწილეობა, - წერს NewsMaker.md.

გამოცემის ინფორმაციით, ცესკო-ს მონაცემებით, ადგილობრივი დროით 19:40 საათისათვის უკვე 1,5 მილიონზე მეტმა მოქალაქემ დააფიქსირა ხმა. კონკრეტდება, რომ ქვეყნის შიგნით 1,28 მილიონი ამომრჩეველი მივიდა უბნებზე, ხოლო საზღვარგარეთ — 245 ათასზე მეტი.

ცესკო-ს საიტზე გამოქვეყნებული ბოლო მონაცემებით,  (დამუშავებულია ოქმების 41,82%), „მოქმედება და სოლიდარობა“ (PAS) ლიდერობს 41,09%-ით, ხოლო ყოფილი პრეზიდენტის, იგორ დოდონის „პატრიოტული ბლოკი“ მეორე ადგილზეა 30,72%-ით.