ეს ლოცვა წაიკითხეთ და ღმერთი შეისმენს მას - ილია მეორის მიერ დაწერილი ლოცვა
1767552919
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში ამერიკული სპეციალური ძალების მიერ დაკავებული ვენესუელის ლიდერის ნიკოლას მადუროს პირველი ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს თუ როგორ იყო ვენესუელელი პოლიტიკოსი ჩაცმული დაკავების დროს.
მედიის ინფორმაციით, მადურო დააკავეს კარაკასში, საკუთარი რეზიდენციის საძინებელში და მას აცვია Nike-ის ბრენდის საშუალო სიგანის ნაცრისფერი სპორტული კოსტიუმი. ბრენდის საიტის მიხედვით, კოსტიუმის ფასი 140 დოლარია.
პოლიტიკოსს თავის დასაფარად დააფარეს ქუდი შუქგაუმტარი სათვალით.
3 იანვრის ღამეს აშშ-მა ვენესუელაში სამხედრო ოპერაცია ჩაატარა, რის შედეგადაც ამერიკელმა სპეცრაზმელებმა პრეზიდენტი ნიკოლას მადურო და მისი მეუღლე, სილია ფლორესი შეიპყრეს და ქვეყნიდან გაიყვანეს. ისინი ნიუ-იორკში, სასამართლოს წინაშე „ნარკოტერორიზმის“ მიზნით შეთქმულების, კოკაინის შემოტანის, ასევე აშშ-ის წინააღმდეგ გამოსაყენებლად იარაღისა და ასაფეთქებელი მოწყობილობების შენახვის ბრალდებით წარდგებიან. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვენესუელაში ხელისუფლების კანონიერ გადაცემამდე ქვეყანას აშშ უხელმძღვანელებს.