ავიაკომპანია Wizz Air-ი განცხადებას ავრცელებს
1751574709
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპის მხარდამჭერ მიტინგზე მიღებული უსაფრთხოების ზომების დამოუკიდებელი შემოწმების ბრძანება გასცა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
„დავალება მივეცი გუშინდელ მიტინგზე მიღებული უსაფრთხოების ზომების დამოუკიდებელი შემოწმება მოხდეს, რათა ზუსტად შევაფასოთ, რა მოხდა. და ჩვენ ამ დამოუკიდებელი შემოწმების შედეგებს გავუზიარებთ ამერიკელ ხალხს“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
პენსილვანიაში, სადაც დონალდ ტრამპი მხარდამჭერებთან შეხვედრას მართავდა და მათ სიტყვით მიმართავდა, სროლა იყო. დაიღუპა მიტინგის ერთი მონაწილე.
დონალდ ტრამპის თქმით, ტყვიამ მას მარჯვენა ყურის ზედა ნაწილი გაუხვრიტა.
აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI) აცხადებს, რომ სროლა, რომელიც აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიტინგზე მოხდა, ყოფილი პრეზიდენტის მკვლელობის მცდელობა იყო.
აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) დონალდ ტრამპის მიტინგზე მსროლელის ვინაობა დაასახელა.
„გამოძიების ფედერალურმა ბიურომ გამოავლინა თომას მეთიუ კრუკსი [20 წლის], როგორც სუბიექტი, რომელიც მონაწილეობდა ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობაში. მომხდარი რჩება აქტიურ და მიმდინარე გამოძიებად“, - განაცხადეს უწყებაში.