ცნობილი ბეისბოლისტის, აარონ შუნკის დებიუტი წამყვან ამერიკულ კლუბში და მამის სამახსოვრო ჩანახატი

ბეიზბოლის მატჩი

 შვილის დებიუტი ბეისბოლის წამყვან ამერიკულ კლუბში და მამის სამახსოვრო ჩანახატი - უცხოური პრესა აარონ შუნკისა და მამამისის - ერიკის შესახებ მოგვითხრობს. აარონი სულ ახლახან "Colorado Rockies" (კოლორადოს კლდეები) შეუერთდა, რომელიც პროფესიონალური ბეისბოლის კლუბია აშშ-დან.

შვილის დებიუტს მამა გულშემატკივართა ტრიბუნიდან ადევნებდა თვალს. თამაშით გართულმა გარშემომყოფებმა ვერ შენიშნეს, რომ მთელი დროის განმავლობაში ის სცენის ასახვას ცდილობდა, თუმცა სოციალურ ქსელში გავრცელებულმა ჩანახატმა ყველა დააინტერესა.

"აწმყო მხოლოდ წამია, დასამახსოვრებელი დღეები კი არ განმეორდება. ვეცადე, ამ ესკიზით ჩემი და ჩემი ოჯახის სიხარული მუდმივ მოგონებად მექცია. პროფესიით მხატვარი არა, მაგრამ არქიტექტორი ვარ. ჩანახატს ჩემს შვილს ვუძღვნი და ამ ჟესტით წარმატებას ვუსურვებ", - ამბობს მამა, აარონი.