ცნობილი ადამიანები, რომლებსაც უმაღლესი განათლება არ აქვთ

jobsi da geitsi

„ისევ ცუდი ნიშანი“  ამ ფრაზის წარმოთქმისას ჩვენ იმაზე ვფიქრობთ, თუ რატომ უჭირთ ჩვენ მრავალმხრივ განვითარებულ შვილებს განათლების სისტემასა და ზუსტ მეცნიერებებთან საერთო ენის გამონახვა.

თანამედროვე მშობლები შვილებზე, რომლების სკოლაში ცუდად სწავლობენ, ხელს არ იქნევენ, არამედ მათში რომელიმე ნიჭის აღმოჩენას ყველანაირად ცდილობენ. თუმცა ისტორიას არა ერთი ,,ოროსანი“ ახსოვს, რომელმაც ცხოვრებაში დიდ წარმატებას მიაღწია. აი 15 გენიოსი, რომლებიც სკოლაში ცუდად სწავლობდნენ…

ბილ გეიტსი

კიდევ ერთმა ბიზნეს-გურუმ ჯერ კიდევ სკოლაში სწავლის დროს ჩათვალა, რომ პროგრამის დიდი ნაწილი არა მხოლოდ უინტერესო, არამედ უსარგებლოცაა. მსგავსი დასკვნა გეიტსის ნიშნებზე უარყოფითად აისახა. მშობლები შვილის იმედს მაინც არ კარგადვდნენ და წახალისების არატრადიციულ მეთოდსაც კი მიმართეს. ბილს ყოველის მაღალი ნიშნის ანაზღაურებას შეპირდნენ, თუმცა არც ამან გაჭრა. ზარმაცი, მაგრამ ნიჭიერი მოზარდი ჰარვარდის უნივერსიტეტში ჩაირიცხა, თუმცა 2 წლის შემდეგ ცუდი ნიშნებისა და გაცდენების გამო ის სასწავლო დაწესებულებიდან გარიცხეს. ამ პრობლემებს ბილ გეიტსისთვის წარმატებული კომპანიის დაარსებასა და განვითარებაში ხელი არ შეუშლიათ. გარდა ამისა, თანამედროვეობის უმდიდრესი ადამიანი გახდა.

დიმიტრი მენდელეევი

მეცნიერი საგანმანათლებლო სისტემასა და რუტინულ მეცადინეობებს ვერ იტანდა. მისი ნიშნები ორიანებსა და სამიანებს არ აღემატებოდა და ის ვერ ხვდებოდა თუ რისთვის სჭირდებოდა მას აბსტრაქტული ცოდნა. ქიმიური ელემენტების ცხრილის მომავალ შემქმნელს მხოლოდ მათემატიკა და ფიზიკა აინტერესებდა.

ალბერტ აინშტაინი

ენციკლოპედიური შემთხვევა. თანამედროვე ფიზიკის დამფუძნებელი, ნობელის პრემიის მომავალი ლაურეატი, ალბერტ აინშტაინი 4 წლამდე დუმდა, კითხვა კი 7 წლის ასაკში ისწავლა. ცუდი სწავლის გამო ის სკოლიდანაც გააგდეს. ამის შემდეგ მომავალი გენიოსის განათლებას მისი ბიძა კურირებდა და ისეთ დავალებებს აძლევდა, რომლებიც სასკოლო დონეს აღემატებოდა. სხვა ვერსიით აინშტაინი კარგად სწავლობდა, მაგრამ მასწავლებლის ავტორიტეტს პატივს არ სცემდა, რის გამოც ის სასწავლო დაწესებულებიდან გარიცხეს. ასევე დადგენილია, რომ აინშტაინი აუტისტი იყო. მოწიფულ ასაკშიც კი მას არ აინტერესებდა ჰუმანიტარული მეცნიერებები, ის ცუდად წერდა და კითხულობდა, თუმცა ამ ყველაფრის მიუხედავად მან ფარდობითობის თეორია მაინც ამოხსნა.

ისააკ ნიუტონი

ეს ბიჭი სკოლის ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მოსწავლე იყო.  მას მათემატიკისა და ფიზიკის სწავლა განსაკუთრებულად უჭირდა. ერთხელ სკოლაში ისააკი კლასელმა სცემა და მან გადაწყვიტა დაემტკიცებინა, რომ ის უფრო „მაგარი“ იყო. რამდენიმე თვეში ის კლასის საუკეთესო მოსწავლე გახდა. სავსებით შესაძლებელია, რომ ყველაზე რთულ საგნებში კოლოსალური ძალისხმევის ჩადების შემდეგ ის  იმდენად დაინტერესდა, რომ მათ მთელი ცხოვრება მიუძღვნა.