დაურ ბუავას ყოფილი ცოლი დუმილს არღვევს
1789328696
შვედეთის საარჩევნო ადმინისტრაციის წინასწარი მონაცემებით, კვირას გამართულ საპარლამენტო არჩევნებში მემარცხენე-ცენტრისტული ოპოზიციური ბლოკი მცირე უპირატესობით ლიდერობს.
როგორც „ევრონიუსი“ იუწყება, ბლოკი, რომელიც სოციალ-დემოკრატების ლიდერს, მაგდალენა ანდერსონს პრემიერმინისტრობის კანდიდატად უჭერს მხარს, 349-წევრიან პარლამენტში 176 მანდატს იღებს, მემარჯვენე ბლოკი კი – 173-ს.
წინასწარი შედეგებით, „სოციალ-დემოკრატებმა“ ხმების 28.1% მიიღეს. მეორე ადგილზე პრემიერ-მინისტრ ულფ კრისტერსონის „ზომიერების“ პარტია გავიდა 19.9%-ით, მესამე ადგილზე კი „შვედეთის დემოკრატები“ არიან 17.6%-ით.
ამასთან, ეგზიტპოლის შედეგებით, შვედეთის მემარცხენე-ცენტრისტულ ბლოკს, ერთობლივად, საპარლამენტო არჩევნებში ხმების 51.3 პროცენტის მიღებას უწინასწარმეტყველებენ.
მანდატებს შორის მცირე სხვაობის გამო ახალი მთავრობის ფორმირებაზე მოლაპარაკებები, შესაძლოა, გართულდეს. მედიის ცნობით, საბოლოო გამარჯვებული, შესაძლოა, რამდენიმე დღის განმავლობაში არ გამოვლინდეს, რადგან საჭიროა საზღვარგარეთიდან მიღებული ბიულეტენების დათვლაც.