„ცაჰალი“ ლიბანის სამხრეთით ოთხი მოკლული ებრაელი ჯარისკაცის შესახებ იუწყება

„ცაჰალი“

სამხრეთ ლიბანში საომარი მოქმედებების დროს ოთხი ებრაელი ჯარისკაცი დაიღუპა. ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის არმია (“ცაჰალი“) ავრცელებს.

„ცაჰალის“ ინფორმაციით, გარდაცვლილები არიან კაპიტანი ნოამ მადმონი, შტაბის სერჟანტები, ბენ კოენი და მაქსიმ ენტისი. კიდევ ერთი დაღუპული ჯარისკაცის ვინაობა ჯერჯერობით არ საჯაროვდება.

გარდა ამისა, როგორც ისრაელის თავდაცვის არმია იუწყება, სერიოზული დაზიანებები მიიღო კიდევ ერთმა ჯარისკაცმა, ხოლო ერთმა რეზერვისტმა სხეულის საშუალო სიმძიმის დაზიანებები მიიღო.

დაშავებული ჯარისკაცები საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი. მათ ოჯახებს მომხდარის შესახებ უკვე აცნობეს.