„აქ არ შეიძლება დაყოვნება... ეს დაავადება ყალიბდება 72 საათში“ - ექიმის საგანგებო გაფრთხილება
1787254840
კანადა ქარიშხალ ფიონასთვის ემზადება, სტიქია უკვე კანადის სანაპიროს მოადგა. ისტორიული სიძლიერის ტროპიკული ქარიშხლის სიჩქარე საათში 148 კილომეტრს აღწევს, კანადის ჰურაკანის ცენტრის ექსპერტები ამბობენ, რომ შტორმი ისტორიული და ექსტრემალური იქნება, რაც გამოიწვევს წყალდიდობასაც.
სტიქიის შესახებ ქვეყნის პრემიერ მინისტრმაც გაავრცელა განცხადება, სადაც ის აღნიშნავს, რომ ქარიშხალი ძალიან საშიში იქნება, ამიტომ მოსახლეობას მოუწოდებს დარჩნენ უსაფრთხოდ და მოუსმინონ მთავრობის მიერ გავრცელებულ ინსტრუქციებს.
ქარიშხალი ფიონა მანამდე კარიბის კუნძულებს დაატყდა თავს, რის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა, დაინგრა შენობები და დაიტბორა ქალაქები.