ტრამპს სჯერა, რომ უკრაინა მის წინააღმდეგ მუშაობდა 2016 წლის საარჩევნო კამპანიის დროს - ჯონ ბოლტონი

ჯონ ბოლტონი

 აშშ-ის პრეზიდენტის ყოფილმა მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ ბოლტონმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპი დარწმუნებულია 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში უკრაინის მხრიდან მის წინააღმდეგ წარმოებულ ფარულ კამპანიაში.

„ტრამპს სჯერა, რომ უკრაინა მის წინააღმდეგ მუშაობდა 2016 წლის საარჩევნო კამპანიის დროს და რომ ჰილარი კლინტონის სერვერი სადღაც უკრაინაშია - მას კი მისი ხელში ჩაგდება სურს. ის სერიოზულადაა განწყობილი. მას ის სერვერი სჭირდება“, - აღნიშნა ბოლტონმა.