ვრცელდება კადრები, თუ როგორ ესროლა ამერიკელმა სამართალდამცველმა თავში ქალს, რომელიც ადგილზე დაიღუპა
1767869280
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს საარჩევნო კამპანიაში წარმატებები უსურვა.
10 დეკემბრით დათარიღებულ წერილში, რომელსაც ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელში ავრცელებს მინაწერით – „სიყვარულით ვაშინგტონიდან!“, ტრამპი ორბანს უნგრეთში მოწვევისთვის მადლობას უხდის და აცხადებს, რომ მისი გუნდი „კონტაქტზე იქნება“.
„თქვენი ლიდერობა მაგალითი უნდა იყოს მსოფლიოს დანარჩენი ნაწილისთვის. თქვენ ყოველთვის მტკიცედ დგახართ, რათა დაიცვათ პრინციპები, რომლებიც უნგრეთს ასეთ საოცარ ადგილად აქცევს – რწმენა, ოჯახი და სუვერენულობა. ამერიკა ამ სიმამაცით აღფრთოვანებულია. ამასთან, მე მსურს, წარმატება გისურვოთ უნგრეთში თქვენს საარჩევნო კამპანიაში“, – აღნიშნულია დონალდ ტრამპის წერილში.