1692302192
ტრამპმა „შათდაუნის“ შესაჩერებლად მიღებული კანონპროექტი მოიწონა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა „შათდაუნის“ შესაჩერებლად კანონმდებლების შეთანხმებას კარგი გადაწყვეტილება უწოდა.
ტრამპმა ისიც აღნიშნა, რომ მისი ადმინისტრაცია აპირებს ჯანდაცვის სფეროს გამართვისთვის დაფინანსება პირდაპირ მოქალაქეებზე გადანაწილდეს და არა სადაზღვევო კომპანიებზე.
ტრამპი „შათდაუნის“ გამო ავიამიმოსვლის შეზღუდვებსაც გამოეხმაურა და საჰაერო მიმოსვლის ახალი სისტემა დააანონსა. მანვე ავიადისპეტჩერებს სამსახურში დაუყოვნებლივ დაბრუნებისკენ მოუწოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში სადამსჯელო ზომები დააანონსა.
„ყველას, ვინც ამას არ გააკეთებს, ხელფასი მნიშვნელოვნად შეუმცირდება. იმ დისპეტჩერებს, რომლებიც დიდი პატრიოტები იყვნენ და არ აიღეს შესვენება „დემოკრატების“ ბლეფი „შათდაუნის“ გამო, შევთავაზებთ 10 ათასიან ბონუსს ქვეყნის განსაკუთრებული მსახურებისთვის. თუ გსურთ ახლო მომავალში სამსახურის დატოვება, გთხოვთ, ნუ დააყოვნებთ. ყოველგვარი გადახდის ან კომპენსაციის გარეშე სწრაფად შეიცვლებით ნამდვილი პატრიოტებით“, - აღნიშნა ტრამპმა.












