1752178693
ტრამპმა ლიბერიის პრეზიდენტი ინგლისურად კარგად საუბრისთვის შეაქო

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თეთრ სახლში აფრიკის ქვეყნების ლიდერებს შეხვდა.
ლიბერიის პრეზიდენტ ჯოზეფ ბოაკაის სიტყვით გამოსვლის შემდეგ ტრამპმა ვერ დამალა აღფრთოვანება მისი ინგლისურის გამო.
„ასეთი კარგი ინგლისური, ასეთი ლამაზი. სად ისწავლე ასე ლამაზად საუბარი? სად მიიღე განათლება?“, – ჰკითხა ტრამპმა ლიბერიის პრეზიდენტს.
ბოაკაის ტრამპის კითხვაზე გაეღიმა, რის შემდეგაც ტრამპი კიდევ ერთხელ ჩაეკითხა მას, რაზეც ბოაკაიმ უპასუხა, რომ განათლება ლიბერიაში მიიღო.
„ძალიან საინტერესოა. ამ მაგიდასთან სხედან ადამიანები, რომლებსაც ასე კარგად საუბარი თითქმის არ შეუძლიათ“, – განაცხადა ტრამპმა.
მედია აღნიშნავს, რომ ლიბერიის ოფიციალური ენა ინგლისურია.