„არ აქვს მნიშვნელობა, პირადად შეხვდები თუ არა...“ - კიდევ ერთი სასწაული, რომელსაც მდუმარე ბერს უკავშირებენ

მდუმარე ბერი

მდუმარე ბერის, ნიკოლოზის მრევლი ნატალია ვაშაკიძე იხსენებს ისტორიას, რომელიც მამა ნიკოლოზს უკავშირდება.

„მინდა, ჩემს შვილზე მოგიყვეთ. რადგან მოსკოვში ვცხოვრობთ, ორი ენის სწავლა მოუწია ერთდროულად, ქართულის და რუსულის. ასეთ ბავშვებს ხშირად ემართებათ ენაბლუობა, ამის გამო ისეთი კომპლექსი ჰქონდა, რომ პირზე ხელს იფარებდა. დამყავდა ნევროპათოლოგებთან, გამოუწერეს წამლები, მაგრამ უშედეგოდ.

მალე საქართველოში მოვდიოდი და იმედი მქონდა, რომ ჩემი მამა ნიკოლოზი დამეხმარებოდა. მაშინ მამაო ვერაზე ცხოვრობდა. რომ ავედი, იმ დღეს გამოსვლა არ უწევდა, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ არა აქვს მნიშვნელობა, პირადად შეხვდები თუ არა, რასაც გულწრფელად, გულით სთხოვ, ყველაფერი ესმის...

ვზივარ მამაოს კართან და ვეხვეწები: მამაო, ბლუყუნებს ჩემი მარიამი, გეხვეწები მიშველე, დამეხმარე. მესამე დღეს ბავშვს საერთოდ ყველაფერმა გაუარა. დიდი მადლობა უფალს, რომ გამაცნო მამა ნიკოლოზი“, - ვკითხულობთ გავრცელებულ წერილში.