1782240913
ტრამპმა იუსტიციის დეპარტამენტს დაავალა შეისწავლოს, რატომ არ ამცირებენ ნავთობკომპანიები ბენზინზე ფასებს ისე სწრაფად, როგორც ეს ნედლი ნავთობის შემთხვევაში ხდება
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ნავთობკომპანიები ბენზინგასამართ სადგურებზე ფასებს იმ ტემპით არ ამცირებენ, რა ტემპითაც თავად ნავთობს იაფად ყიდულობენ.
როგორც ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, ამით მომხმარებლები ზარალდებიან. თეთრი სახლის ლიდერმა იუსტიციის დეპარტამენტს საკითხის შესწავლა დაავალა.
„მსხვილი ნავთობკომპანიები საწვავის ფასებს არ ამცირებენ იმ მასშტაბით, რა მასშტაბითაც თავად ნავთობს მნიშვნელოვნად გაიაფებულ ფასად ყიდულობენ. ნავთობის ფასები სწრაფად ეცემა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მომხმარებლებს ზედმეტ თანხას ახდევინებენ. იუსტიციის დეპარტამენტს დავავალე, დაუყოვნებლივ დაიწყოს ამ საკითხის შესწავლა. ბენზინის ფასებმა ბევრად უფრო სწრაფად უნდა დაიწყოს კლება, ვიდრე ამას ახლა ვხედავ“, – დაწერა ტრამპმა.











