რატომ კვდება ფულის ხე - სპეციალისტები მთავარ შეცდომებს ასახელებენ
1767610980
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვენესუელის ლიდერმა, დელსი როდრიგესმა შესაძლოა იმაზე დიდი ფასი გადაიხადოს, ვიდრე ნიკოლას მადურომ, თუ ის „სწორად არ მოიქცევა“. ამის შესახებ ტრამპმა ჟურნალ The Atlantic-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
ამერიკულმა ძალებმა შაბათს კარაკასიდან ნიკოლას მადუროსა და მისი მეუღლის გაყვანის ოპერაცია განახორციელეს.
მოგვიანებით დელსი როდრიგესმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ბოლომდე დაიცავს საკუთარ ბუნებრივ რესურსებს.
„თუ ის არ გააკეთებს იმას, რაც სწორია, იგი ძალიან დიდ ფასს გადაიხდის - სავარაუდოდ, უფრო დიდსაც კი, ვიდრე მადურომ“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.