ტრამპმა განაცხადა, რომ მას ნობელის პრემიის მიღება აღარ აინტერესებს

ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას აღარ აინტერესებს ნობელის პრემიის მიღება.

მან აგრეთვე განაცხადა, რომ არ იცის, თუ როგორ იმოქმედებს ირანში მიმდინარე ომი მის შანსებზე მომავალში მიიღოს პრემია.

გამოცემა The Washington Examiner-თან ინტერვიუში ტრამპმა განაცხადა, რომ არ იცის, დაეხმარება, თუ არა მას ირანთან კონფლიქტი „მიაღწიოს საწადელს“ ნობელის კომიტეტთან მუშაობის თვალსაზრისით.

„არ ვიცი. აღარ ვარ ამით [ნობელის პრემიის მიღებით] დაინტერესებული“, - თქვა ტრამპმა.