1773348202
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი ევროკავშირს მოუწოდებს, საწვავზე ფასების შესამცირებლად რუსულ ნავთობზე სანქციების მოხსნის ცდუნებას წინააღმდეგობა გაუწიოს
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კესტუტის ბუდრისმა რუსულ ნავთობზე სანქციების მოხსნასთან დაკავშირებით უნგრეთის წინადადება გააკრიტიკა და ევროკავშირს მოუწოდა, საწვავის ფასების ამ გზით შემცირების ცდუნებას წინააღმდეგობა გაუწიოს.
„ევროპის მიერ რუსეთისგან გრძელვადიანი დამოუკიდებლობისთვის მიღებულ გადაწყვეტილებებზე როდესაც ვსაუბრობთ, ჩვენ არ შეგვიძლია გადაწყვეტილებების გადახედვა მხოლოდ იმიტომ, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში შოკის წინაშე ვდგავართ“, – განაცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ამასთან, კესტუტის ბუდრისმა აღნიშნა, რომ ევროპამ მაღალი ფასებით გამოწვეული რთული პერიოდი უკვე წარმატებით გადაიტანა.
„ჩვენ ენერგომატარებლების ფასებთან დაკავშირებით მსგავსი შოკი უკვე გადავიტანეთ. გაიხსენეთ ელექტროენერგიის ფასები ლიეტუვაში რამდენიმე წლის წინ. ჩვენ ამას გადავურჩით. ევროპა ამას ახლაც ისევე გადაიტანს. ყველაფერი მხოლოდ დღევანდელ ხარჯებზე არ უნდა დავიყვანოთ – ეს სტრატეგიული მოკლევადიანი ხედვაა“, – აღნიშნა კესტუტის ბუდრისმა.











