ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკულმა ძალებმა საერთაშორისო წყლებში ნარკოკარტელის სამი წევრი გაანადგურეს

დონალდ ტრამპი

 აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკულმა ძალებმა საერთაშორისო წყლებში ნარკოკარტელის სამი წევრი გაანადგურეს. სავარაუდოდ, ისინი ვენესუელიდან იყვნენ.

ტრამპის თქმით, ამერიკელმა სამხედროებმა „შეუტიეს უკიდურესად სასტიკ ნარკოკარტელსა და ნარკოტერორისტებს აშშ-ის შეიარაღებული ძალების სამხრეთ სარდლობის ზონაში“, რის შედეგადაც „სამი ტერორისტი“ განადგურდა.

„თავდასხმა განხორციელდა საერთაშორისო წყლებში იმ დროს, როდესაც ვენესუელიდან ნარკოტერორისტებს უკანონოდ გადაჰქონდათ ნარკოტიკები აშშ-ში“, - დაწერა ამერიკის ლიდერმა.

მან დასძინა, რომ ნარკოკარტელების წევრები „საფრთხეს უქმნიან აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოებას“, ასევე ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ინტერესებს.