სიახლე, რომელიც 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება
1757965444
ცახალმა, ქალაქ ღაზაზე კონტროლის დამყარების მიზნით, სახმელეთო ოპერაცია დაიწყო. ისრაელის თავდაცვის მინისტრის განმარტებით, ისრაელის ძალები ღაზას "რკინის მუშტით" ურტყამენ, "მამაცურად იბრძვიან მძევლების გათავისუფლებისა და "ჰამასის" დამარცხებისთვის".
მედია წერს, რომ შეტევა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანსა და ისრაელის პრემიერს შორის გამართული შეხვედრიდან რამდენიმე საათში დაიწყო.
ისრაელის ტანკები ქალაქში მასირებული საჰაერო დარტყმების შემდეგ შევიდნენ. კონფლიქტის ფონზე, ქალაქი ღაზა, სადაც, გაეროს ცნობით, ერთი თვის წინ 1 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა, უკვე დატოვა 300 ათასზე მეტმა პალესტინელმა.