ტრამპის თქმით, ევროპელი ლიდერები მას ევროპის პრეზიდენტს ეძახიან

ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ევროპული ქვეყნების ლიდერები მას ხუმრობით ევროპის პრეზიდენტს ეძახიან. ინფორმაციას Euractiv-ი ავრცელებს.

„ისინი მე ხუმრობით ევროპის პრეზიდენტს მეძახიან. ჩემთვის ეს პატივია. მე მიყვარს ევროპა. მე მიყვარს ეს ხალხი. ისინი კარგი ხალხია. ისინი შესანიშნავი ლიდერები არიან“, - აღნიშნა ტრამპმა.

გამოცემის ცნობით, ტრამპმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ერთი კვირის წინ ვაშინგტონში უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, ევროპული ქვეყნების ლიდერები და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი შეიკრიბნენ.