წყალი 28 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართები
1769716081
დონალდ ტრამპის თხოვნით, ვლადიმერ პუტინი მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში კიევზე იერიშს არ მიიტანს. ინფორმაციას შეერთებული შტატების პრეზიდენტი თავად ავრცელებს. კრემლში კი აცხადებენ, რომ ჯერ ცნობას ვერ დაადასტურებენ.
ამ განცხადებების ფონზე კი, კიევი არა, თუმცა რუსეთის თავდასხმის სამიზნე გახდა ზაპოროჟიეს ოლქი, დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.
პარალელურ რეჟიმში, უკრაინისთვის კვლავ ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება ენერგოკრიზისი, ქვეყნის უმეტეს რეგიონში მოსახლეობა ელექტროენერგიისა და გათბობის გარეშეა დარჩენილი, ტემპერატურა კი -20 გრადუსამდეა.