ტრამპის განცხადებით, მას ჩრდილოეთ კორეასთან კონფლიქტის მოგვარება შეუძლია

ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას ჩრდილოეთ კორეასთან კონფლიქტის მოგვარება შეუძლია. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ინფორმაციით, თეთრ სახლში გამართულ ღონისძიებაზე, სადაც ტრამპი გლობალური კონფლიქტების მოგვერების შესახებ საუბრობდა, ჟურნალისტებმა იკითხეს, მისწერა თუ არა მან ჩრდილოეთ კორეის ლიდერს, კიმ ჩენ ინს წერილი, რაზეც გასულ თვეს იყო საუბარი.

ტრამპმა შეკითხვას პირდაპირ არ უპასუხა, თუმცა განაცხადა: „მე კარგი ურთიერთობები მქონდა კიმ ჩენ ინთან, და შესანიშნავად ვუგებდი მას. ასე რომ, ვნახოთ, რა იქნება მომავალში“.

„ვიღაცა ამბობს, რომ არსებობს პოტენციური კონფლიქტი, მე ვფიქრობ, რომ ჩვენ მას გადავწყვეტთ“, - თქვა ტრამპმა. „თუ ის არსებობს, ჩვენ არ შეგვეხება“.

ცნობისთვის, სამხრეთკორეულმა მედიამ გასულ თვეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ გაეროში ჩრდილოეთ კორეის დელეგაციამ კიმ ჩენ ინისადმი ტრამპის მიერ მიწერილი წერილის მიღებაზე უარი განაცხადა.