კარდიოლოგების გაფრთხილება - ამ ტიპის ყავა ყველაზე მეტად სახიფათოა
1772563995
ესპანეთის მთავრობის განცხადებით, ქვეყანა ასრულებს თავის ვალდებულებებს და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ევროპის ტერიტორიის დაცვაში.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ესპანეთი 195 ქვეყნისთვის, მათ შორის შეერთებული შტატებისთვის, სანდო პარტნიორია. ამასთან განცხადებაში ნათქვამია, რომ ტრამპის ადმინისტრაციას სავაჭრო ურთიერთობების გადახედვა თუ სურს, მათ ეს უნდა გააკეთონ კერძო კომპანიების ავტონომიის, საერთაშორისო სამართლისა და ევროკავშირსა და აშშ-ს შორის ორმხრივი შეთანხმებების პატივისცემით.
„ჩვენს ქვეყანას აქვს საჭირო რესურსები შესაძლო ზემოქმედების შესაკავებლად, შესაძლო დაზარალებული სექტორების დასახმარებლად და მიწოდების ჯაჭვების დივერსიფიკაციისთვის“, – აღნიშნულია ესპანეთის მთავრობის განცხადებაში.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ესპანეთი იმუშავებს ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობისა და ეკონომიკური თანამშრომლობისთვის, რომელიც დაფუძნებულია ურთიერთპატივისცემასა და საერთაშორისო სამართლის დაცვაზე, რადგან „ის, რასაც საზოგადოება ითხოვს და იმსახურებს, არის მეტი კეთილდღეობა და არა მეტი პრობლემა“.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ესპანეთთან ყველანაირ ვაჭრობას შეწყვეტს.