1748517062
ტრამპი: ვერ გეტყვით, სურს თუ არა ვლადიმირ პუტინს ომის დასრულება, მაგრამ ამას დაახლოებით ორ კვირაში გავიგებთ

ვერ გეტყვით, სურს თუ არა ვლადიმირ პუტინს ომის დასრულება, მაგრამ ამას დაახლოებით ორ კვირაში გავიგებთ, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.
დონალდ ტრამპის თქმით, ის სხვანაირად უპასუხებს, თუ აღმოაჩენს, რომ პუტინი აშშ-ს ატყუებს.
კითხვაზე, თუ რატომ არ დაუწესა რუსეთს სანქციები, მან განაცხადა, რომ არ სურს სამშვიდობო შეთანხმების შანსების „ჩაშლა“ და დასძინა, რომ საჭიროების შემთხვევაში, ვოლოდიმირ ზელენსკისთან და ვლადიმირ პუტინთან ერთად დაჯდება მოლაპარაკების მაგიდასთან.