ტრამპი უკრაინის კონფლიქტზე: არაფერი მოხდება, სანამ მე და პუტინი არ შევხვდებით ერთმანეთს

ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინის კონფლიქტის დარეგულირების მხრივ არაფერი მოხდება, სანამ ის და რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ერთმანეთს არ შეხვდებიან.

„არაფერი მოხდება, სანამ მე და პუტინი არ შევხვდებით“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს თვითმფრინავში, გაერთიანებულ არაბთა საამიროებში დაშვებამდე.