ეროვნულმა ბანკმა უცხოური ვალუტის განახლებული კურსი გამოაქვეყნა
1783433865
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმების პერსპექტივებთან დაკავშირებით ოპტიმიზმი გამოხატა, მიუხედავად იმისა, რომ ამავდროულად აღნიშნა, რომ კონფლიქტთან დაკავშირებით არაფერი შეცვლილა.
ანკარაში, სადაც ნატოს სამიტი იმართება, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრაზე, ტრამპმა განაცხადა, რომ გუშინ „ძალიან კარგი საუბარი“ ჰქონდა ვლადიმირ პუტინთან და ასევე ესაუბრა უკრაინელ კოლეგას, ვოლოდიმირ ზელენსკის.
„ვფიქრობ, ორივეს სურს შეთანხმების მიღწევა. სამწუხაროა, რომ ამდენი დრო დასჭირდა, მაგრამ მგონია, რომ იქნება... რაღაც გამოვა“, - განაცხადა ტრამპმა.
„მათ [პუტინსა და ზელენსკის] ორივეს უნდა, რომ ეს ახლა მოგვარდეს... მგონია, რომ ამას მოვაგვარებთ. იმედია, მალე“, - დასძინა მან.
როდესაც ჰკითხეს, შეიცვალა თუ არა რამე, რამაც ეს მოსაზრება გაუჩინა, მათ შორის იყო თუ არა პუტინი რაიმე დათმობისთვის მზად, აშშ-ის ლიდერმა თქვა: „არაფერი შეცვლილა“.
„უბრალოდ არ მინდა, რომ ადამიანებს კლავდნენ“, - დასძინა ტრამპმა.
„ეს ჩვენზე არ მოქმედებს... ეს ევროპაზე გაცილებით მეტად მოქმედებს. ჩვენ იქ ვართ, რომ დავეხმაროთ ევროპას, მაგრამ ეს შეერთებულ შტატებზე არ მოქმედებს. ჩვენ შორის ოკეანეა. მაგრამ, იცით, უბრალოდ ვერ ვიტან იმის ყურებას, რაც ხდება“, - თქვა ტრამპმა.
მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ ნანახი აქვს კონფლიქტის ველების ამსახველი ფოტოები და აღნიშნა, რომ „ხალხი ვერ დაიჯერებდა, რამდენად სასტიკია ეს“.
„მსგავსი არაფერი მინახავს. ეს ხოცვა-ჟლეტაა და ეს უნდა შეწყდეს“, - განაცხადა მან.
„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს
1783435701
პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
1783436971