ტრამპი: უკრაინასა და რუსეთთან დაკავშირებით ძალიან კარგი ამბები ხდება

დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინის კონფლიქტის მოგვარების მიზნით მიმდინარე მოლაპარაკებების მიმდინარეობა დადებითად შეაფასა.

თეთრი სახლის ეზოში მედიის წარმომადგენლებთან კომენტარისას, მან ხაზი გაუსვა, რომ პროცესი იმედისმომცემ ფაზაშია.

„უკრაინასა და რუსეთთან დაკავშირებით ძალიან კარგი ამბები ხდება“, - განაცხადა ტრამპმა უკრაინის საკითხზე დასმული კითხვის საპასუხოდ.

პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია, თუ რა პროგრესს მიაღწიეს მხარეებმა ან რა ვადებშია მოსალოდნელი საბოლოო შეთანხმება.