ტრამპი სოროსზე: ის ციხეში უნდა ჩასვან - ის ცუდი ადამიანია

ტრამპი

NBC News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ისაუბრა ჩარლი კირკის მკვლელობაზე, გააკრიტიკა „რადიკალი მემარცხენე ფანატიკოსების ჯგუფი“ და მოუწოდა „დემოკრატიული პარტიის“ დონორის, ჯორჯ სოროსის დაპატიმრებისკენ.

ტრამპმა იმედი გამოთქვა, რომ ქვეყანა განიკურნება ჩარლი კირკის მკვლელობის შემდეგ, თუმცა აღნიშნა, რომ ქვეყნის „რადიკალური მარცხენა“ ჯგუფი წარმოადგენს დაბრკოლებას შერიგებისთვის.

„ვისურვებდი, რომ ქვეყანა განიკურნოს. მაგრამ საქმე გვაქვს რადიკალ მემარცხენე ფანატიკოსთა ჯგუფთან, რომლებიც არ თამაშობენ სამართლიანად და არც არასდროს თამაშობდნენ“, - აღნიშნა მან.

NBC News-ის კითხვაზე ჯორჯ სოროსის შესახებ, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის „ციხეში უნდა ჩასვან“.

„ის ცუდი ადამიანია“, - დასძინა ტრამპმა.