ტრამპი: პუტინმა გამიცრუა იმედები

დონალს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის ლიდერმა, ვლადიმირ პუტინმა მას იმედები გაუცრუა.

„ვფიქრობდი, ყველაზე მარტივი საქმე იქნებოდა, რადგან პრეზიდენტ პუტინთან კარგი ურთიერთობა მქონდა, მაგრამ მან გამიცრუა იმედები“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ტრამპის თქმით, რუსეთთან და უკრაინასთან დაკავშირებული კონფლიქტი ერთ-ერთ ყველაზე მარტივად მოსაგვარებელ საკითხად მიაჩნდა, თუმცა მოვლენებმა საპირისპირო შედეგი აჩვენა.

„ომი განსხვავებული რამეა - ხშირად ყველაფერი საპირისპიროდ მიმდინარეობს: სადაც სიმარტივეს ელოდები, რთული გამოდის, ხოლო სადაც სირთულეს ვარაუდობ, იქ უფრო მარტივად მიდის საქმე“, - დასძინა მან.